2015-07-22 20:38:10, 813 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი რომან ჯოხაძე წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრენ და ის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს, რომლებიც ცენტრში მკურნალობის კურსს გადიან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა რესოციალიზაციის 22-ე ეტაპი დაიწყო. ცენტრში სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები 24-საათიანი სამხედრო მომსახურებით სარგებლობენ. სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ კი მათ რეკრეაციული თერაპია ჩაუტარდებათ.
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის წეროვანში რეაბილიტაციის კურსი აგვისტოშიც იგეგმება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან