09:05 - 20 Apr, 2026
|
2015-05-30 16:55:01, 1145 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გელოგიური სამსახური იტყობინება. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ტოკიოდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. თვითმხილველების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ტოკიოშიც იგრძნობოდა. ნგრევის და დაზარალებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ოფიციალური უწყებების ცნობით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. იაპონიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2011 წლის 11 მარტს მოხდა. მაშინ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 9.0 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრას ცუნამიც მოჰყვა. სტიქიის შედეგად მაშინ 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)