23:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 10:38:22, 5275 ნახვა

High - Tech
რა უდევს კუკს შარვლის ჯიბეში? ფოტო, რომელსაც სოც. ქსელებში აქტიურად განიხილავენ

Apple-ის გენერალური დირექტორის ტიმ კუკის ცინცინატის ოფისში ვიზიტის დროს გადაღებულმა კადრმა სოც. ქსელებში მწვავე მსჯელობა გამოიწვია.

ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიურ სიახლეებს თვალს აქტიურად არ ადევნებს ამ დეტალს ვერც შეამჩნევდა, მაგრამ ტექნიკომანებს ვერაფერს გამოაპარებ.

საქმე იმაშია, რომ სმარტფონის ფორმა და გაბარიტები რომელიც მკვეთრად ჩანს Apple-ის დირექტორის შარვლის ზედაპირზე, კომპანიის არც ერთ არსებულ მოდელს არ ემთხვევა. მისი ფორმა უფრო ახალ Galaxy S8-ს, ან ახლადწარმოდგენილ Note 8-ს წააგავს, რადგანაც სმარტფონის მხარეების თანაფარდობა "აიფონის" 4X3-ს მაგივრად 16X9-ს ინჩს წარმოადგენს.

გამოითქვა ლოგიკური მოსაზრება, რომ კომპანიის დირექტორი ახალ IPhone 8-ს ექსკლუზიურად ფლობს, მაგრამ ამ ვარაუდს ის გარემოება უშლის ხელს, რომ ახალი IPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფა დახვეწის სტადიაშია, რაც მას უბრალო სათამაშოდ აქცევს.

რა სმარტფონი ედო იმ დღეს ტიმ კუკის ჯიბეში ძალიან მალე გავიგებთ, რადგანაც ახალი "აიფონის" წარდგენა უკვე ამ შემოდგომაზე იგეგმება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics