12:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 18:24:12, 1009 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი: სააკაშვილი შეიშალა და იფიქრა, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია

„სააკაშვილი შეიშალა და იფიქრა, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით,  სააკაშვილს თავბრუ დაახვია ჯორჯ ბუშის და ნატოს მოკავშირეების გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ნატო-ს  წევრები უნდა გახდნენ.
„2008 წლის აპრილში ჯორჯ ბუშმა, ანგელა მერკელთან, ნიკოლა სარკოზისთან და ნატოს სხვა ლიდერებთან ერთად ბუქარესტში ნატოს სამიტზე მიიღეს დოკუმენტი, სადაც წერია – საქართველო და უკრაინა იქნებიან ნატოს წევრები. ჩემი შეფასებით ამან არც თუ ისე უმნიშვნელო გავლენა მოახდინა იმაზე რომ სააკაშვილი შეიშალა და იფიქრა რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია. მითუმეტეს რომ ვიდრე ეს ყველაფერი დაიწყებოდა, თბილისში კონდოლიზა რაისი იმყოფებოდა. მე შევეკითხე მას რაზე ილაპარაკეს თბილისში და მან მითხრა რომ მოუწოდებდა სააკაშვილს პოლიტიკური მოგვარების იდეაზე ემუშავა“,-განაცხადა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics