2015-03-16 12:14:15, 1180 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: აშშ ყირიმის გამო ომის დასაწყებად მზად იყო
„აშშ ყირიმის გამო ომის დასაწყებად მზად იყო“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დოკუმენტურ ფილმში „ ყირიმი-გზა სამშობლოსკენ“ ანდრეი კონდრაშოვთან საუბრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, აშშ-ს მხრიდან თუ შეიარაღებული წინააღმდეგობა იქნებოდა, რუსეთი განიხილავდა ბირთვული შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობას.
„მე ვესაუბრე კოლეგებს და ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ისტორიული მხარე. იქ ცხოვრობს რუსი ხალხი. ჩვენ არ მოგვიხდენია სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში. ეს ნაციონალისტებმა ჩაიდინეს. თქვენ კი მათ მხარი დაუჭირეთ. მე მათ ვუთხარი, თქვენ არ იცით, რისთვის იბრძვით, ჩვენ კი ვიცით და ამისთვის მზად ვართ, ამჟამად ყირიმი კარგად არის დაცული, გადავიყვანეთ იქ თავდაცვითი კომპლექსები და ისე განვათავსეთ, რომ კოსმოსიდანაც ჩანდეს“,-განაცხადა კრემლის ლიდერმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან