09:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-28 17:58:08, 606 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი: ვიმედოვნებ, ირანი სწრაფად მოვა მოლაპარაკებების მაგიდასთან, დრო იწურება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ირანი "სწრაფად მივა" მოლაპარაკებების მაგიდასთან. ის Truth Social-ზე წერს, რომ ირანს მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოსასვლელი დრო ეწურება.

დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში, "მომდევნო თავდასხმა უფრო უარესი იქნება". 

"ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის მოძრაობს სწრაფად, უდიდესი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზანდასახულად. ესაა უფრო მსხვილი ფლოტი, ვიდრე ის, რაც ვენესუელისკენ გაიგზავნა, უდიდესი ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნით" სათავეში. ვენესუელის შემთხვევის მსგავსად, ის მზადაა და შეუძლია, სწრაფად შეასრულოს თავისი მისია, საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით.

ვიმედოვნებ, ირანი სწრაფად "მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან", სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას გააფორმებს - ბირთვული იარაღის გარეშე - რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველა მხარისთვის. დრო იწურება, ამას ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

როგორც ერთხელ ვუთხარი ირანს, გააფორმეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და ჩატარდა "შუაღამის ჩაქუჩი", ირანის რესურსების მნიშვნელოვანი განადგურება. მომდევნო თავდასხმა უფრო უარესი იქნება! არ დაუშვათ ეს კვლავ", - წერს დონალდ ტრამპი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics