13:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-31 10:47:54, 783 ნახვა

ეკონომიკა
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მეექვსედ დააჯილდოვა. ჯილდო თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის მიმართულებებს გადაეცათ, რომლებიც მომხმარებლებს მათს მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ, მუდმივად განვითარებად, თანამედროვე სერვისსა და პროდუქტებს სთავაზობენ.

გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. საბჭომ გადაწყვეტილება მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ აპლიკაციებზე, ბაზრის მოთამაშეებისგან მოპოვებულ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით მიიღო.

“პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო თიბისისა და მისი გუნდის ძალისხმევის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. ეს ადასტურებს, რომ  წარმატებით ვპასუხობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ მომსახურებას - ციფრულ და ინოვაციურ პროდუქტებს, შეუფერხებელ სერვისს და მრავალფეროვან საინვესტიციო შესაძლებლობებს. შედეგად, თიბისი მომხმარებლებთან პარტნიორულ ურთიერთობებს აყალიბებს და მთავარი მხარდამჭერია მათი ფინანსური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„დღეს კერძო საბანკო საქმიანობაში წარმატებისთვის საჭიროა, არამხოლოდ კარგი საინვესტიციო შედეგები, არამედ სიღრმისეული გააზრება, თუ რა მიზნები და სურვილები აქვთ მომხმარებლებს. წელს ის ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ, რომლებიც ახერხებენ მათი გუნდის პროფესიონალური ჩართულობითა და ციფული სერვისების მეშვეობით, დაეხმარონ მომხმარებლებს, სწორად მართონ კაპიტალი სწრაფად ცვალებად გარემოში“,- ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

 

 

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics