20:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-16 13:39:15, 4601 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - ბრიტანეთი სერიოზულად განიხილავს ყველა ზომის გამოყენებას, მათ შორის სანქციებს ივანიშვილზე

“ბრიტანეთი სერიოზულად განიხილავს ყველა ზომის გამოყენებას, მათ შორის სანქციებს ივანიშვილზე — ეს არ არის მოულოდნელი, რადგან ლონდონი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

თინა ბოკუჩავას განცხადებით - “გაერთიანებული სამეფოს ევროპის მინისტრის სტივენ დაუტის ეს პასუხი მოჰყვა ბლეკ მაკდაუერის კითხვას, რომელიც არის პარლამენტის წევრი დიდ ბრიტანეთში თემთა პალატაში, რომელსაც ჩვენც შევხვდით, როდესაც ვიმყოფებოდით დიდ ბრიტანეთში ცოტახნის წინ . ეს არ არის მოულოდნელი, რადგან გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში არის ძალიან მაღალი ინტერესი იმაზე, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ხოლო არც პასუხია მოულოდნელი, რომ მინისტრი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დააბრუნებს და იმას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანებული სამეფო განიხილავს ყველა ზომის გამოყენებას, მათ შორის პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე იმისთვის, როკ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი. კარგად რომ გვესმოდეს,  ევროკავშირისგან განსხვავებით დიდ ბრიტანეთს არ სჭირდება არცერთი სხვა სახელმწიფოს თანხმობა, მას თავად შეუძლია რომ მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება, ივანიშვილი ვერც ორბანს და ვერც პუტინს ვერ გამოიყენებს ამ გადაწყვეტილების შესაჩერებლად. დიდი ბრიტანეთი სწორედ ივანიშვილს, მის გარემოცვას, ბიზნესმენს დაასანქცირებს და არა ქართველ ხალხს, ტარგეტირება იქნება მხოლოდ ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე.”  განაცხადა თინა ბოკუჩავამ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics