13:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 18:03:05, 1914 ნახვა

კომენტარი
გრიგორიადისის ადვოკატი - ლაზარეს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, მისმა ადვოკატმა ლია ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდა გადაპარსეს.

"პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც თვითონ ამბობს, ნორმალურ პირობებშია, უბრალოდ, ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდა თმის გადაპარსვა და გადამპარსეს თმაო", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

"უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics