2015-02-03 11:22:40, 556 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნება.
ბიუროს წევრები 25 კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომები კი, მიმდინარე კვირას გაიმართება.
"საკმაოდ დიდია დღის წესრიგი. მათ შორისაა რამდენიმე თანამდებობაზე, ასევე, ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევის სკაითხი, არის საკანონმდებლო ცვლილებები, როელიც ეხება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს და ეს არის ტერორიზმთან დკავაშირებული მუხლები, რომლებიც ემატება. არის შრომითი მიგრაციის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები ითხოვს",-განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან