2015-09-15 15:34:44, 961 ნახვა
სამხედრო
სამშვიდობო ოპერაციებში მძიმედ დაშავებული პირები საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდებიან
პირები, რომლებმაც სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს შესაძლოა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
აღნიშნულს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.
პროექტის თანახმად, საშემოსავლო გადახდის ვალდებულებისგან 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავლების ფარგლებში გათავისუფლდებიან და ეს შეეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში, ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობისას მიიღეს მძიმე დაზიანებები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან