2015-01-17 11:27:10, 1230 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, 2014 წელს 26 479 დანაშაული დარეგისტრირდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2250 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1340 დანაშაული.
დანაშაულის გახსნის პროცენტია 59,56%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15,35 %.
მათივე ცნობით, 2014 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 26479 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17805 დანაშაული.
დანაშაულის გახსნის პროცენტია 67,24%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,45 %.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან