15:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 16:59:57, 1078 ნახვა

პოლიტიკა
კვერენჩხილაძე: ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენება, სიმბოლური დატვირთვის ვერ იქნება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის, განცხადებით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით,  სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება, სიმბოლური დატვირთვის ვერ იქნება.

როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის,  უწყებებს შორის  კოორდინაციისა და  ინსტიტუციური თანამშრომლობის პროცესისათვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა მოხსენების შინაარსით დაინტერესებული იყოს.

"სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, სიმბოლური დატვირთვის და შინაარსის მატარებელი ვერ იქნება. შესაბამისად, სახელმწიფოებრივი განითარებისთვის,  სახელმწიფო ორგანოებს შორის გარკვეული კოორდინაციის პროცესისთვის, ინსტიტუციური თანამშრომლობის პროცესისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამ მოხსენების შინაარსით დაინტერესებული იყოს. კონსტიტუციითვეა გათვალისწინებული, რომ მოხსენება  ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებითაა",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არაა, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას დაესწროს. მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში სიმბოლურია და მინისტრებისა და პრემიერის იმ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში   ყოფნა საჭიროდ არ მიაჩნია.

აღსანიშნავია,  გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ  შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება ვერ მოახერხა, წელს არ გამეორდება. როგორც მარგველაშვილმა განმარტა, მოხსენებაზე მთავრობის არ დასწრებამ, საქართველოს საერთაშორისო და შიდა იმიჯს სიკეთე არ მოუტანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics