2015-01-11 19:57:22, 1346 ნახვა
პოლიტიკა
მარშის დაწყებამდე მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ღარიბაშვილი, ოლანდს შეხვდნენ - ვიდეო
ელისეს სასახლეში ფრანსუა ოლანდის ინიციატივით გამართულ შეხვედრას 50 ქვეყნიდან ჩასული სახელმწიფო მეთაური, მინისტრები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ:
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი მარიანო რახოი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ახმედ დავითოღლუ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევა კოპაჩი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სხვები. ასევე, პარიზში იყოფებიან-ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან