11:53 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 17:32:44, 2230 ნახვა

სამართალი
გადაუდებელი აუცილებლობისას საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა, ჩხრეკის ორდერის გარეშე ჩატარდეს

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად შესაძლოა,  ჩხრეკის ორდერის გაცემა საჭირო აღარ იყოს.  
ცვლილება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
მოქმედი კანონით, გამომძიებელს საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში შესვლის უფლება მხოლოდ სასამართლოს განჩინების, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი დადგენილების საფუძველზე აქვს.
კანონპროექტის თანახმად კი, გამომძიებელს აღნიშნული ქმედების გახორციელების უფლება სასამართლოს განჩინებისა და დადგენილების გარეშე ექნება.
პროექტის თანახმად,  ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებული იქნება პირს, რომელთანაც საგამოძიებო მოქმედება ტარდება სასამართლოს განჩინება გააცნოს, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების საფუძველი განუმარტოს. განჩინების გაცნობას, ამოღების ან ჩხრეკის გადაუდებლად ჩატარების საფუძვლის განმარტებას, პირი  ხელმოწერით დაადასტურებს.
 განჩინების გაცნობის, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ან ჩხრეკის გადაუდებლად ჩატარების საფუძვლის განმარტების შემდეგ, გამომძიებელი პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა,შესთავაზებს ამოსაღები საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემას. ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდება ოქმში, ხოლო მის ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის ან მისი არასრულად გადაცემის შემთხვევაში ამოღება იძულებით მოხდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები არიან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მანანა კობახიძე, დავით საგანელიძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics