2015-01-07 13:49:31, 1194 ნახვა
საზოგადოება
ფასანაური-გუდაურის მონაკვეთის გაწმენდა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთის გაწმენდა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი უკვე მოიხსნა.
„იმ შემთხვევაში, თუკი მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, გუდაურამდე გზის გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება.
საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში გუშინ დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება. დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულები არიან საქართელოს რეგიონული განვითარებისა სამინისტროს საავტოობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები“, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან