18:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 16:42:57, 41117 ნახვა

სპეციალური ანონსი
თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება

22-23 ოქტომბერს თბილისში იმართება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. 2000-მდე დელეგატი, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფორუმი საკმაოდ მასშტაბურია, ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა თემატური პანელები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობაში, ასევე  „ბილტმორსა" და  „რედისონში"  (http://www.tbilisisrf.gov.ge/)

აქედან გამომდინარე, ხვალ, 11 ოქტომბერს, 10.30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში" დაგეგმილია ფორუმის საორგანიზაციო შტაბის გახსნა, რომლის ფარგლებშიც ასევე  დავაანონსებთ და  მედიას გავაცნობთ დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

P.S. ტელეოპერატორებს და ფოტოგრაფებს შესაძლებლობა ექნებათ კომენტარების ჩაწერამდე გადაიღონ საორგანიზაციო შტაბში მიმდინარე სამუშაო პროცესი და არსებული ლოკაციები.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics