01:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 18:12:43, 1677 ნახვა

სამხედრო
დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, უკრაინაში ქართველი სამხედრო თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა

უკრაინაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, დღეს  93-ე აერომობილური ბრიგადის მოხალისე მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი  დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართველმა  სამხედრომ მიაწოდა. მისივე ცნობით, დაზარალებულია კიდევ ორი ქართველი მოხალისე მეომარი. ერთს კონტუზია აქვს მიღებული, ხოლო მეორე - დაჭრილია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ექსპრესნიუსი" დეტალების გარკვევას სცდილობს.

თამაზ სუხიაშვილი  25 იანვარს 36 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა. ცხოვრობდა გორში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics