19:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-18 18:35:14, 1426 ნახვა

საზოგადოება
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ორმოცდაცხრა წლის განმავლობაში შევიდა უფლის მშვიდობაში.

საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, გამოვხატავ უღრმეს და გულწრფელ თანაგრძნობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის, ყოველი ცალკეული მღვდელმსახურის, ბერ-მონაზვნისა და მორწმუნის მიმართ, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათალიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს.

დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო ის მომენტები, რომლებსაც თავად შევესწარი: შეხვედრები წმიდა პაპ იოანე პავლე II-სთან და შემდეგ  პაპ ფრანცისკესთან, რომლებსაც, როგორც პეტრეს მემკვიდრეებს, მან უმასპინძლა საკუთარ რეზიდენციაში, როგორც ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრემ.

„წმიდა პეტრე და წმიდა ანდრია ძმები იყვნენ“, – მეუბნებოდა ხშირად, და დაურთავდა: „ჩვენ ყოველდღიურ ლოცვებში ვიხსენიებთ ერთმანეთს“. ახლა ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ზეცაში. ეჭვგარეშეა, მათ შორის დიდი პატივისცემა და სიყვარული სუფევდა. „აქ ადვილი არ არის, მითხრა უწმინდესმა პირველი შეხვედრისას, მაგრამ იყავ კარგი მწყემსი“.

მოვუწოდებ კათოლიკე მორწმუნეებს, მართლმადიდებელ ძმებთან ერთად, ილოცონ მისთვის, რათა, მოწყალე ღმრთის, ზეციური მამის, წინაშე წარდგომისას, მიეგებონ მას ულევ სიყვარულში, მიიღოს მან სიცოცხლე საუკუნო და  წმიდა ანდრიასთან, წმიდა ნინოსთან და წმიდა გიორგისთან ერთად, მუდამ იშუამდგომლოს ჩვენი ქვეყნისა ყველა ჩვენგანისთვის", - ვკითხულობთ წერილში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics