22:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 20:07:47, 11279 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს საპატრიარქომ მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს, ბრძანებას ხელს კათალიკოს-პატრიარქი ილია II აწერს.

"თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება." - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 14 დეკემბერს, მამა დოროთემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამშაბათს დაბარებულია საეპარქიო კომისიაზე.

"ჩვენი ხელისუფლებისგან არის გაცემული ბრძანება ჩემი განეიტრალების, რასაც საპატრიარქოს ჯგუფი აპირებს, რა თქმა უნდა, და დაბარებული ვარ ისევ სამშაბათს, 14:00 საათზე მათ მიერ."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics