16:41 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-12 20:22:53, 1060 ნახვა

სამართალი
სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელს გიგა წულეისკირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელს გივი წულეისკირს და სფერო ინვესტის დირექტორს, გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის თქმით, არსებობს გივი წულეისკირის მიმალვის საფრთხე, გარდა ამისა, ვინაიდან გამოძიება გრძელდება, შეიძლება წულეისკირმა მოწმეებზე მოახდინოს ზემოქმედება. 

დაცვის მხარე წულეისკირის 50 000-ლარიანი, მურუსიძის კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს. ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სფერო ინვესტის დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის ცნობით, "ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics