11:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-13 10:58:49, 1254 ნახვა

სამართალი
ბათუმში კონფლიქტის დროს პირმა ერთი ადამიანი დაჭრა, იგი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.მ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, 1981 წელს დაბადებული ა.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით, ქვეყნიდან მიმალვის მიზნით გაემართა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ი.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics