18:05 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 13:06:23, 726 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრს ხარჯების შემცირების კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით, მინისტრებთან კონსულტაციების გავლა დაევალა

ჯერჯერობით უცნობია, ჯამში რა რაოდენობით შეამცირებს იუსტიციის სამინისტრო ხარჯებს.

უწყების ხელმძღვანელის თეა წულუკიანის განცხადებით, კონკრეტულ ციფრებზე შეთანხმება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ვერ მოხერხდა.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით, მინისტრებთან კონსულტაციების გამართვა დაევალა.

"მოცულობაზე დღეს ვერ შევთანხმდით იმიტომ, რომ ყველა მინისტრს სჭირდება, ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდეს ნოდარ ხადურს და გაიაროს მასთან კონსულტაცია. ყველას გვაქვს კითხვები. აქედან გამომდინარე, მან მიიღო დავალება,რომ კონსულტაციები გამართოს მინისტრებთან კონკრეტულ ციფრებთან, მაგრამ ის, რაც მე ვიცი უკვე ჩემთან დაკავშირებით, რაც უკვე ვიცი, რომ უნდა გამოვყო თანხები, ეს გითხარით, შეიძლება ეს თანხები გაიზარდოს",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics