13:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 11:43:03, 591 ნახვა

სამართალი
გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მკვლელობა მოხდა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გელა ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკებისას, გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელებს – გელა გ-ს და მის ძმას, ბადრი გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადრი გ-ს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში, გორის რაიონის სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics