22:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 14:11:54, 823 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ლარის კურსზე ბიუჯეტს უარყოფითი გავლენა არ ჰქონია

ლარის კურსზე ბიუჯეტს უარყოფითი გავლენა არ ჰქონია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოაველეობის შემსრულებელმა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კაკაურიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული ვაჭრობის შედეგებს ვერ ხედავს და სრული ინფორმაცისათვის საჭიროა მიმდინარე თვის სტატისტიკური მონაცემების ნახვა.

„შეგვიძლია დაველოდოთ მიმიდნარე თვის მონაცემებს, როდესაც გაანალიზდება შედეგები და ვნახოთ რა სიტუაცია გვექნება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკური პარამეტრები მარტის მდგომარეობით გაუარესებული არაა. რაც შეეხება ბიუჯეტს, პირველი კვარტლის და აპირილის თვის მონაცემებით, საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებითაა შესრულებული. საბიუჯეტო დეფიციტი არ გვაქვს არც პირველ კვარტალში და არც აპრილში. ასე რომ საბიუჯეტო პარამეტრები გავლენა ლარის კურსზე არ ყოფილა“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ინვესტიციების მოზიდვაა, რაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს. ხოლო, რაც შეეხება პრივატიზაციის პროცესს, მისი ინფორმაციით, აქტიურადაა დაწყებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics