17:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 16:44:59, 775 ნახვა

რეგიონი
სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ექსპერტები ექსტენციის გასავითარებლად სამეგრელოში იმყოფებიან

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამსახურისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, ექსტენციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდნენ. 

დარგის სპეციალისტები აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და ექსტენციის მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე სპეციალისტებმა ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს და რჩევები მისცეს მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე. 
შეხვედრების ფარგლებში ფერმერებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით მობილური საექსტენციო მომსახურება რეგულარურად ტარდება და მასში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics