|
2016-07-01 16:09:28, 602 ნახვა
სამხედრო
ხიდაშელი იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის იტალიაში ვიზიტის პირველი დღე ქვეყნის პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრით დასრულდა. თინათინ ხიდაშელსა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ როზა ვილეკო კალიპარიმ უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე. თავდაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტერორიზმისა და მიგრაციის თემებზე. იტალიურმა მხარემ გამოთქვა სურვილი, გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა დაზვერვის მიმართულებით. საქართველომ კი, თავის მხრივ, მათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში აქტიური თანამონაწილეობა შესთავაზა და თანხმობაც მიიღო. იტალიურმა მხარემ ასევე თანხმობა განაცხადა საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუციის შემუშავებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იტალია ამ სახით მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, ერთდროულად ესაუბრო საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პოლიტიკური დიალოგი გამართო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან. ეს ყოველთვის სასარგებლოა პოლიტიკური გზავნილების სპექტრის შეკვრისთვის, იმისთვის, რომ სრულფასოვნად მიაწოდო ინფორმაციაც, შენი სატკივარიც, მოთხოვნებიც, პირობები, რომელიც გაქვს, რათა უფრო წარმატებული იყოს საქართველოს გზა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ, პრაქტიკულად, სრული მხარდაჭერა გვაქვს. იტალიის პარლამენტისგან მივიღეთ თანხმობა ჩემს ინიციატივაზე, რომ უფრო აქტიურად დაუჭირონ საქართველოს მხარი მათმა დელეგაციებმა, როგორც ორმხრივ, ასევე საპარლამენტო ასამბლეის ფორმატებში - იქნება ეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თუ ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეები. ვისაუბრეთ შესაძლებლობაზეც, რომ საქართველოს მხარდამჭერი სპეციალური რეზოლუციაც მიიღოს იტალიის პარლამენტმა. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო ამ შეხვედრების გამართვა სწორედ ახლა, ევროკავშირში ვიზების ლიბერალიზაციის საკითხის განხილვისა და ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი ქვეყანა უფრო აქტიურად და ქმედითად იდგეს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ინტერესების სადარაჯოზე“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)