19:11 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 16:41:30, 796 ნახვა

რეგიონი
საგარეჯოს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

საგარეჯოს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრიდან აცნობეს.

„სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 9 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან კახეთის რეგიონის დასავლეთ მიმართულებაზე, საგარეჯოს რაიონში დაფიქსირდა შემომომავალი ღრუბლის ფრონტი, რომელიც სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში გავრცელდა. 

ღრუბელში სეტყვასაშიში პროცესების დაწყების შემდეგ ნალექის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილ იქნა ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები, რის შედეგადაც ნალექის მასა მთლიანად წვიმის სახით ჩამოიცალა”, - ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics