23:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-02 19:33:01, 1725 ნახვა

პოლიტიკა
ისრაელის ელჩი: მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან.

"განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან. ამ დრომდე მათ არ შევვხედრილვარ, იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება“ — ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია.

"ახლა ისრაელის რამდენიმე ათასი მოქალაქე იმყოფება საქართველოში, მათ მოსწონთ აქ ყოფნა, დარწმუნებული ვარ, ძალიან შეფოთებულები არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ახლა ისრაელის ცა დაკეტილია და როცა ფრენები აღდგება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ.

ისრაელში არიან საქართველოს მოქალაქეები და მინდა მათ იცოდნენ, ჩვენ არამხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, არამედ, ყველას, ვინც ისრაელშია. ჩცვენ ვეკონტაქტებით თელ ავივში საქართველოს საელჩოს და მათაც აქვთ კომუნიკაცია იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თუ რაიმე დასჭირდებათ, ისინი დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ" - ამბობს ელჩი.

ვალიდ აბუ ჰაია აღნიშნავს, რომ "ირანის რეჟიმის მთავარი მიზანი იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ნებისმიერ სფეროში, მიმართულია ისრაელის დაზიანებისკენ". მისი თქმით, "ჩვენ და ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ დავარტყათ ამ რეჟიმს".

"ჩვენი მთავარი მიზანია, საბოლოოდ მოვაშოროთ ირანის საფრთხე ისრაელის სახელმწიფოს, ამასთან, ეს რეჟიმი საფრთხეა თავად ირანელი ხალხისთვისაც. ვნახეთ, რომ იანვარში თეირანსა და სხვა ქალაქებში მასობრივად დახოცეს 36 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც თავისუფლებას ითხოვდა" - ამბობს ისრაელის ელჩი ფორმულასთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics