10:13 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-04 20:22:37, 2332 ნახვა

სამართალი
პროკურატურის წარმომადგენლები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობაში იმყოფებიან

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობაში შევიდნენ, სადაც ისინი არხის მენეჯმენტსა და იურისტებს ხვდებიან. ინფორმაციას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე ადასტურებს, თუმცა მას დეტალები არ აქვს.

16 ივლისს, „მთავარი არხის“ ვებსაიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია პროკურატურის მიერ არხისა და მისი გაყიდვების კონტრაქტორის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად დაწყებული გამოძიების შესახებ.

ამ ინფორმაციის თანახმად, პროკურატურამ გამოძიება არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო და არხის ფინანსებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის ჩამორთმევა მოითხოვა.

გოგი ქურდაძე თანადამფუძნებლებსა და მენეჯმენტს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს.

პროკურატურის პრესსამსახურის მიერ იმ დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება დაიწყო საწარმოში მენეჯერული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, იურიდიული პირის კუთვნილი სახსრების მითვისებისა და გაფლანგვის, ასევე წინასწარი შეთქმულებით პირთა ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობას 2025 წლის 1 მაისს - გახსნიდან 5 წლისა და 8 თვის შემდეგ წყვეტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics