11:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 17:56:56, 756 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართა

საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართა.

ვორკშოპზე იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნესისთვის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიებისთვის სასარგებლო ინფორმაცია და მონაცემები განიხილეს Maersk-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ირაკლი დანელიამ და Hegelmann Multimodal Georgia-ს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერმა, სალომე დანელიამ.

შეხვედრა ტვირთის მიმოცვლის დროის შემცირებასა და შეღავათებს შეეხებოდა, რომელთა მიღება  საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ.

ღონისძიებას 30-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპზე განიხილეს მრავალფეროვანი საკითხები, როგორებიცაა შუა კორიდორის შესაძლებლობები ქართული ბაზრისთვის; გლობალური მიწოდების ჯაჭვის ცვლილებები და მათი გავლენა შუა კორიდორის განვითარებაზე; შესაძლებლობები საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიებისთვის;  გლობალური მიწოდების ჯაჭვის ტრანსფორმაცია - კონტეინერიზაცია და სხვა.

ვორკშოპი საქართველოს ბანკის პლატფორმა ბიზნეს 360°-ის ღონისძიებების სერიის ფარგლებში გაიმართა.

„საქართველოს ბანკში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას მათთვის რელევანტური ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ სხვადასხვა სექტორის საჭიროებებს, შემდეგ კი, ექსპერტების ჩართულობით, ვცდილობთ, მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი მიგნებები და სასარგებლო ინფორმაცია რეგულარუად გავუზიაროთ. აღნიშნული ვორკშოპიც ბიზნეს 360°-ის შეხვედრების სერიის ერთ-ერთი ნაწილია და მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებებისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება. ამიტომაც, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო შეხვედრას გავუწევთ ორგანიზებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics