18:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 17:13:42, 1200 ნახვა

რეგიონი
აჭარა დანიისა და უნგრეთის ტურისტულ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოზიციონირება ევროპულ ბაზრებზე გრძელდება - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ამჯერად დანიისა და უნგრეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, აჭარა და ზოგადად, საქართველო დანიელი და უნგრელი ვიზიტორებისთვის ახალ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც გამოფენებზე ქვეყნის ტურისტულმა მიმართულებებმა ვიზიტორების დაინტერესება გამოიწვია.

"გამოფენების მიმდინარეობისას შეხვედრები გაიმართა სარეკლამო კომპანიების, ასოციაციების, ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს, აღნიშნული ქვეყნებიდან აჭარაში პრეს და ინფოტურების ორგანიზება იგეგმება. 

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად 30-მდე საერთაშორისო ღოინისძიებასა და გამოფენაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აქტიურად იქნება წარმოდგენილი როგორც ევროპულ, ისე აზიურ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორისაა ბერლინის, ლონდონის, დუბაის, პარიზისა და ბარსელონას ტურისტული გამოფენები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics