|
2015-02-10 12:54:01, 652 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გურგენიძე: ელექტრონული ვიზები ქვეყანაში არალეგალების წარმოქმნას ხელს არ შეუწყობს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან გურგენიძის მტკიცებით, ვიზების ელექტრონულად აღება ქვეყანაში ახალი არალეგალების წარმოქმნას ხელს არ შეუწყობს. „პირველი სექტემბრიდან საქართველოში ახალი სავიზო რეგულაციები ამოქმედდა. რეგულაციებმა კი გარკვეული კითხვის ნიშნები შექმნა, თუ როგორ შეიძლებოდა ამის ფონზე ტურისტული ნაკადის შემოდინება ეფექტური ყოფილიყო. ქვეყანა არ აპირებს უარი თქვას იმ სიკეთეებზე, რასაც საერთაშორისო ტურიზმი ჩვენს ეკონომიკას უქადის. ჩვენ საზოგადოებას და შემომსვლელ ტურისტულ ნაკადს ახალ ნოვაციას შევთავაზებთ, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ ტურისტს საკონსულოში მიუსვლელად ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიისა და დამატები დოკუმენტაციის გარეშე გადმოკვეთოს საზღვარი, მიიღოს ვიზა ელექტრონულად უმარტივესი საშუალებებით და ფორმებით, თუმცა ამავდროულად საზღვარი დაცული იქნება არალეგალური მიგრაციისაგან, შრომითი არალეგალური შემოდინებისაგან და ახალი არალეგალების წარმოშობისაგან ჩვენს ქვეყანაში“,-აღნიშნა გურგენიძემ. მისივე თქმით, საზღვარი ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება. „მსოფლიოში არსად არარსებობს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ვიზა ისეთი ფორმით , რომელიც გარანტირებულად აძლევს მოქალქეს საზღვრის კვეთის საშუალებას, თუ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები ან საფრთხეები არსებობს საზღვარი აუცილებლად მობილიზებული და ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება. EVISA პორტალი თავისთავად მოიცავს იმას, რომ ბაზებში ინტეგრირებულია და რეალურად დროის რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა ყველა შესაბამის კომპეტენტურ უწყებასთან“,-განაცხადა გურგენიძემ.
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)