08:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 20:48:32, 1701 ნახვა

კომენტარი
დავით სააკაშვილი - მთელი დღეა ვისმენთ ცინიზმს, დაცინვას, ვითომ იმას, რომ გაუპარსავი და მოუწესრიგებელია

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და განცდების თავზე თქვენთვის მოხვევა, მაგრამ მთელი დღეა ვისმენთ ცინიზმს, დაცინვას, ვითომ იმას, რომ გაუპარსავი და მოუწესრიგებელია, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა  დღევანდელი სასამართლო პროცესის შესახებ. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ზომებია მისაღები იქამდე, სანამ ამის საშუალება ჯერ კიდევ არსებობს. 

“ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და განცდების თავზე თქვენთვის მოხვევა, მაგრამ მთელი დღეა ვისმენთ ცინიზმს, დაცინვას, ვითომ იმას, რომ გაუპარსავი და მოუწესრიგებელია. მინდა ვკითხო ხელისუფლებას, სად ვართ და საითკენ მივდივართ? გვინდა ნორმალური ქვეყანა, თუ მივდივართ ისევ წრეზე, რომ მოვსპოთ კიდევ ერთ პრეზიდენტი, გავანადგუროთ მიშა. არავის გინებას არ ვიკადრებ, მაგრამ ერთადერთს ვიტყვი - ღმერთმა ჩაგაგდოთ იმ მდგომარეობაში და იყოთ იმ განცდებში, რაშიც იმყოფება ახლა მიშა და მისი ოჯახი...
ადამიანი არის ცუდად, მისი ჯანმრთელობა არის საფრთხისშემცველი, აუცილებლად უნდა დაიღუპოს ადამიანი, თუ აუცილებლად მაშინ უნდა გადავიყვანოთ, როდესაც გადარჩენა შეუძლებელი იქნება? " - განაცხადა დავით სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics