15:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 09:48:41, 1818 ნახვა

სამხედრო
რუსეთის თავდაცვა - აზერბაიჯანმა ყარაბაღში შეხების ხაზი დაარღვია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანმა მარტაკერტის (აზერბაიჯანულად აღდარას) რაიონში, იარმჯას დასახლებულ პუნქტში შეხების ხაზი დაარღვია.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციის მიხედვით, მათი სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ინციდენტის მოსაგვარებლად ზომებს იღებს.

"იარმჯას დასახლებული პუნქტის რაიონში აზერბაიჯანის მხარის მიერ დაფიქსირდა შეხების დადგენილი ხაზის დარღვევა. რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა, აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ინციდენტის მოსაგვარებლად ზომებს იღებს.

უზრუნველყოფილია ლაჩინის დერეფნის გავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოთხი კოლონის გაცილება: ორი ჩრდილოეთით, ორი სამხრეთით". – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics