22:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 11:43:30, 584 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. მეტრომშენის დასახლებასთან მდებარე ხიდი მდგრადობაზე შემოწმდა

გვიან ღამით, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. მეტრომშენის დასახლებასთან მდებარე ხიდი მდგრადობაზე შემოწმდა.

#1 გზაგამტარის გამოცდას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაესწრო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მთელი ღამის განმავლობაში ხიდი ნაგებობაზე განთავსებულმა 12-მა სატვირთო მანქანამ სხვადასხვა მანევრირებით გამოსცადა, რომლის პარალელურად ხიდზე მიმდინარე პროცესი სპეციალური ხელსაწყოებით შემოწმდა. გზაგამტარის გამოცდის  დასკვნა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, კახეთის გზატკეცილზე ხიდების გამოცდა 15 თებერვლამდე გაგრძელდება,  რის გამოც, გზის ცალკეული მონაკვეთები ღამის განმავლობაში ჩაიკეტება, რათა მანქანების მოძრაობამ ხელი არ შეუშალოს გამოცდას. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში კახეთის გზატკეცილზე კიდევ 4  გზაგამტარი გამოიცდება. 

"ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, სულ დედაქალაქის მასშტაბით, კვლევა 21 ხიდს ჩაუტარდება. გამოცდის შედეგად დაიდება დასკვნა, რომლის საფუძველზე ის ხიდები, რომლებიც ყველაზე რთულ მდგომარეობაში იქნება, დაექვემდებარება აღდგენას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს 5 ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, მათ შორის ყველაზე მთავარი ბარათაშვილის ხიდია, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა და წელს სრულად აღდგება. გარდა ამისა,  რამდენიმე დღის წინ დაიწყო აღდგენითი სამუსაოები ზაჰესში არსებულ ხიდზე.

„ხიდებისა და გვირაბის გამოკვლევა-გამოცდის პროექტის ფარგლებში, კვლევა უკვე ჩაუტარდა მეტეხის გვირაბს და 6 ხიდს. კვლევის მიზანია ხიდების მდგომარეობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, მისი შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების და ღირებულების განსაზღვრა. 

სამუშაოები, რომელსაც  ს.ს.ი.პ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრი  აწარმოებს,  2015 წლის მაისში დასრულდება. აღნიშნული პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან  397 900 ლარია გამოყოფილი“,-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics