23:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 11:10:06, 797 ნახვა

სამხედრო
წეროვანში დაჭრილი სამხედროების რეპროთეზირება განხორციელდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „მედიცენტრს“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში დღეს, წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს თვალის პროთეზის თურქი სპეციალისტი ესტუმრა.

პროექტი რვა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურისთვის თვალის უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული პროთეზების ჩასმას ითვალისწინებდა. თურქმა სპეციალისტმა, მურად აიმ, დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის წინასწარ შესწავლის შემდეგ, პაციენტების რეპროთეზირება განახორციელა. თურქი სპეციალისტის საქართველოში ჩამოყვანასა და თვალის ახალი ტექნოლოგიით დამზადებული პროთეზებისათვის საჭირო თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ აანაზღაურა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტსა და კომპანია „მედიცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამოქალაქო პერსონალის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურებას და ბენეფიციარებისთვის მკურნალობის შეღავათიანი პირობების შეთავაზებას ისახავს მიზნად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics