11:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 14:57:59, 14006 ნახვა

ომი უკრაინაში
იმნაძე - საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ ათასობით და ათი ათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის

მგონი საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათასობით და ათი ათასობით ადამიანი დაღუპული არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ქვეყანაში ის გუნდი, რომელიც მართავს სიტუაციას.

„ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას.

ჯერჯერობით მემგონი საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს მგონი, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის, ის რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის ავადმყოფებით, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მგონია. ის, რასაც ამ ეტაპამდე ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ამ დაგეგმილი სტრატეგიით, რომელიც იყო, აქედან გამომდინარე ყველაფერი გაკეთდება ისევ და ისევ ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რაც ტესტირებას შეეხება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტირებულები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics