14:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 16:30:20, 13064 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე მიღებული 26 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითია

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე მიღებული 26 პასუხიდან ყველა უარყოფითია.

მისი თქმით, საავადმყოფოში 11 კოვიდინფიცირებული პაციენტია, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენთან გუშინ 26 პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება და საბედნიეროდ პასუხები იყო ნეგატიური. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში არიან, მოგეხსენებათ, რომ 11 პაციენტი გვყავს კოვიდინფიცირებული და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 11-ვე ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება, არცერთს არ სჭირდება მართვითი სუნთქვა. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

დღეს კიდევ 20 პაციენტს ჩაუტარდა კოვიდ-19-ზე კვლევა და პასუხებს ველოდებით ტრადიციულად გვიან ღამე“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics