13:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 17:59:08, 853 ნახვა

სამხედრო
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთა აშშ-ში ვიზიტი დასრულდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში განთავსებულ არმიის ბაზა „სტიუარტზე“ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები - ვიცე-პოლკოვნიკი კახა ხიდეშელი, პოლკოვნიკი ამირან ნოზაძე, დეპარტამენტის მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და აღმოსავლეთ ბატალიონის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი კობა ლომინაძე, ამერიკული მხარის მიწვევით, 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები 385-ე ბატალიონის სტრუქტურასა და საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს, აღჭურვილობასა და სხვა ლოგისტიკური უზრუნველყოფის პირობებს გაეცნენ, დაათვალიერეს ბატალიონის ტექნიკური აღჭურვილობის, ტექნიკური მომსახურეობისა და კავშირგაბმულობის საშუალებები. შემდეგ კი, ბატალიონის მიერ განხორციელებულ დაკავებასა და სხვა სამართალდაცვით ღონისძიებებს დაესწრნენ.

სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში ძნელად აღსაზრდელ ახალგაზრდათა 6-თვიანი კურსის აკადემიასაც ეწვივნენ, პოლიციის ბატალიონის მსმენელთა კურსის დამთავრებისადმი მიძღვნილ ცერემონიალს დაესწრნენ და ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა ცხოვრების პირობებსა და წესს არაფორმალურ ვითარებაში გაეცნენ.

აშშ-ში ქართულ დელეგაციას ბატალიონის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი როჯერსი, მაიორი სმიტი და სერჟანტი ბრაუნი მასპინძლობდნენ. ვიზიტის დროს მიღებულ გამოცდილებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი რეორგანიზაციისა და სტრუქტურული დახვეწისთვის გამოიყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics