21:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 18:59:32, 938 ნახვა

სამხედრო
DEEP-ის სამუშაო ჯგუფის ვიზიტი დასრულდა

ნატოს  სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა, ვიზიტის დასასრულს  თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან გამართეს შეხვედრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჟან დან-დურანის ხელმძღვანელობით, DEEP-ის ჯგუფი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა მიიღო. სტუმრებმა  ქართულ მხარესთან წლიური პროგრამა მიმოიხილეს და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.  გოჩა რატიანმა DEEP-ის წარმომადგენლებს თავდაცვის სისტემის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საქმეში აღმოჩენილი  მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხადა.

დღესვე, DEEP-ის სამუშაო ჯგუფის წევრებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან  შეხვედრა გამართეს. მხარეებმა  2015-2016 სასწავლო წლისათვის  კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს სამხედრო ინსტრუქტორებისა და აკადემიური პერსონალის გადამზადება, მეთოდოლოგიის შემუშავება, აქტიური სწავლების მეთოდების დანერგვა და  აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოცდილების გაზიარება იგეგმება. მათ სერჟანტთა მომზადების ცენტრში განხორციელებული სამუშაოები შეაფასეს და ქართველ კოლეგებს ტრანსფორმაციის პროცესში გამოვლენილი პრობლემების დაძლევის შესახებ რეკომენდაციები გაუწიეს. 

ცნობისთვის, საქართველოში DEEP-ის  სამუშაო ჯგუფი ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს სამხედრო განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერა, სერჟანტთა მომზადების ცენტრში ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამების ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობის პროცესის შეფასება წარმოადგენდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics