21:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 15:51:19, 977 ნახვა

სამხედრო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით DEEP-ის წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებიან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რობერტ ანტისის ხელმძღვანელობით, DEEP-ის სამუშაო ჯგუფმა ვიზიტი წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ლევან ბერიასთან შეხვედრით დაიწყო.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განათლების სარდალმა უცხოელ სტუმრებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. DEEP-ის სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქართველ კოლეგებს სერჟანტთა მომზადების სისტემაში სწავლების დაგეგმვასა და გაანალიზებაში მხარდაჭერა სამომავლოდაც აღუთქვეს.

DEEP-ის სამუშაო ჯგუფის ვიზიტის მიზანი, სამხედრო განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერა, სერჟანტთა მომზადების ცენტრში ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამების ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობის პროცესის შეფასებაა.

სტუმრები ქართული მხარისთვის გაწეული სამსახურის წლიურ შემაჯამებელ ანგარიშსაც წარადგენენ. ისინი სერჟანტთა მომზადების ცენტრში განხორციელებულ სამუშაოებს შეაფასებენ და ქართველ კოლეგებს ტრანსფორმაციის პროცესში გამოვლენილი პრობლემების დაძლევის შესახებ რეკომენდაციას გაუწევენ.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან გოჩა რატიანთან. ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები სერჟანტთა მომზადების ცენტრში საშტაბო სწავლებას დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics