|
2016-11-07 14:00:31, 1351 ნახვა
კომენტარი Lifestyle
ხიდაშელი იზორიას გადაწყვეტილებაზე: თქვენ აიძულებთ ახალგაზრდებს ძლივს ნაშოვნ სამსახურს დაემშვიდობონ 50 ლარად
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უწყებამ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღადგინა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელი Facebookის საკუთარ გვერდზე წერს, გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არა-თავსებადი პრობლემა აქვს. "თავდაცვის მინისტრმა დღეს აღადგინა სახმედრო სავალდებულო სამსახური შეიარაღებულ ძალებში. ყველაზე მთავარი: ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას - "უფრო ეკონომიურია" ძალიან სუსტი და არასერიოზული არგუმენტია; ფინანსური ციკლი კონტრაქტის ვადით ითვლება და 4 წლის პერსპექტივაში, მით უფრო თუ სრულ სამხედრო მომზადებაზე გადავიყვანთ წვევამდელებს, არ არის "უფრო ეკონომიური", აი უფრო უშედეგო კი ნამდვილად არის. სინამდვილეში რა უნდა გაკეთდეს: "ტოტალური თავდაცვა" ახსენა დღეს მინისტრმა. ტოტალური თავდაცვა ასევე, ტოტალურად გაზრდილ თავდაცვის ბიუჯეტს ნიშნავს (შეგახსენებთ მინისტრმა იზორიამ მინისტრობა 5 მილიონიანი კლებით დაიწყო. ეს მისი სულ პირველი ნაბიჯი იყო); თუ ბიუჯეტს ვერ ზრდი, იმ თანხით, რომელიც გაქვს, პროფესიული ხიშტი უნდა გაამრავლო და ყველა სხვა ხარჯს უბრალოდ უნდა დაემშვიდობო; თუ გაწვევის აღდგენას გეგმავ, 12 ლარიდან 50 ლარამდე გაგიზრდით ანაზღაურებასო კი არ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გააცნო, როგორ მოაგვარებთ მათ პრობლემებს. ეს 2016 წლის საქართველოა: ადამიანებს სამსახურის შოვნა უჭირთ და თუ პოულობენ, მასთან განშორება სიკვდილის ტოლფასია - თქვენ აიძულებთ ახალგაზრდებს, ძლივს ნაშოვნ სამსახურს დაემშვიდობონ 50 ლარად; ახალგაზრდებს კრედიტები აქვთ, რომელსაც იმ ახლადნაშოვნი სამსახურით ფარავენ - თქვენ აიძულებთ მათ, უპერსპექტივო ვალის, მუდმივად მზარდი პროცენტის და დაკარგული სამსახურის პირისპირ დადგნენ; სავალდებულო სამსახურისთვის თავის აცილების მიზნით, ახალგაზრდები არ ამთავრებენ სასწავლებლებს, გამოცდას იტოვებენ, კურსზე რჩებიან, თქვენ ართმევთ მათ ნორმალური, ბუნებრივი განვითარების შესაძლებობას; ჯარში სუიციდი, თვითკვლელობის მცდელობა მაღალია და ის ექსკლუზიურად წვევამდელებშია მაღალი. ამას მიზეზი აქვს. თქვენ შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ ამ მიზეზებზე, არ დაინახოთ, არავის მოუსმინოთ. ჩვენ დანარჩენ საზოგადოებას, იმედი მაქვს - არა. უფრო კონკრეტულად, დღეს ნათქვამზე: არ არის სწორი, აზრი იმის შესახებ, რომ ეს ჩემს ჯინაზე გააკეთა. სამწუხაროდ, ის და დღევანდელი ხელისუფლების აბსოლუტური უმრავლესობა ასე ფიქრობს, ასე სჯერათ და გულწრფელი არიან ამ გადაწვეტილებაში. სწორედ ეს არის პრობლემაც. სამი რამ გვითხრა მინისტრმა: კვირაობით სახლში გავუშვებთო, 50 ლარამდე გავზრდით ანაზღაურებასო და სრულ სამხედრო მომზადებას გაივლიანო. ეს კი ნიშნავს, რომ მსახურების ადგილსა და საცხოვრებელს შორის მანძილის შესაბამისად, 50 ლარი სავარაუდოდ გზის ფულადაც არ არის საკმარისი, თუკი ყოველ შაბათ-კვირას სახლში ივლიან ახალგაზრები;
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)