11:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 11:03:24, 1358 ნახვა

სამართალი
პოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და  1995 წელს  დაბადებული რ.გ.  დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი  თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა  1996 წელს დაბადებულ ნ.მ. - ს , რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული,  მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების  სანაცვლოდ,  მოტყუებით, თაღლითურად  გამოართვეს და მიისაკუთრეს  დიდი ოდენობით თანხა,  ჯამში  -  50  000 -მდე  აშშ დოლარის ოდენობით. 
პოლიციამ ა.ფ. და რ.გ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის   მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics