15:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 13:57:34, 616 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა - მთავრობის სხდომაზე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს.

აჭარაში ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდება ყველა მუნიციპალიტეტის დაფინანსება და ბათუმის დაფინანსება, როგორც მზარდი, დინამიკური ქალაქის, არის ყველაზე დიდი, 200 მლნ ლარზე მეტი.

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პარალელურად, არსებობს გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს.

"იცით, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბათუმში. გვაქვს გამოწვევებიც. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტთან ერთად. ერთ- ერთი დიდი გამოწვევა გახლავთ ავარიული სახლები. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროექტი წარმატებით განხორციელდა. 4 მისამართზე უკვე დასრულდა თანამედროვე საცხოვრებლის მშენებლობა.  ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები ძველი ამორტიზებული შენობების და უკვე 1000 ზე მეტი ჩვენი თანაქალაქელი, მათი ოჯახი უსაფრთხოს აგრძელებს ცხოვრებას. იცით რომ ჯამში ჩვენ უნდა შევძლოთ 3000- ზე მეტი ოჯახისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებასთან ერთად გამოწვევად იქცა გაზრდილი ნაკადები ქალაქში. შესაბამისად, საცობებმა შექმნა დისკომფორტი, რომელიც რამდენიმე კვირაში  შემოვლითი გზის გახსნით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ასევე, ახალ საპარკინგე სივრცეებზე გაზრდილი  მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1 000-ზე მეტი ავტომობილისთვის სექტემბრის ბოლომდე უფასოდ იქნება დათმობილი.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics