21:24 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 16:09:24, 4321 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ სოხუმში პუტინის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო იმყოფება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო ოკუპირებულ სოხუმში იმყოფება.

ტელეგრამ არხ AMRA-life-ის ცნობით, კირიენკო სოხუმში ოკუპირებული ყირიმიდან ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან ერთად ჩაფრინდა. 29-30 აპრილს გუნბა ანექსირებულ ყირიმში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

კირიენკოსთან და გუნბასთან ერთად ოკუპირებულ სოხუმში ჩაფრინდა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკოც.

რუსმა მაღალჩინოსნებმა თვითგამოცხადებულ პრეზიდენტთან ერთად სოხუმში მშენებარე საავადმყოფო მოინახულეს, რომელიც რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში შენდება.

ვიზიტი დაემთხვა დღეს, როდესაც მოსკოვიდან სოხუმში პირველი რეგულარული რეისი შესრულდება. 

გარდა ამისა, 1 მაისს, პირველი რეისი გააკეთა ელექტრომატარებელმა დიოსკურია, რომელიც რუსეთის ქალაქ სირიუსიდან სოხუმში ჩავიდა.

ბოლო პერიოდში, პუტინის ადმინისტრაციის მოადგილე ხშირად ხვდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მარიონეტულ რეჟიმების წარმომადგენლებს. 2025 წლის აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კირიენკომ ბადრი გუნბას დაუჭირა მხარი. 

19 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ეწვია.

კირიენკო ცხინვალში როგორც კრემლის კურატორი პირველად ეწვია.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან შეხვედრისას, კირიენკომ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით "9 მაისისთვის, სამხრეთ ოსეთის ყველა დასახლებასა და სკოლას რუსეთის პრეზიდენტის ფონდიდან ერთი მილიონი რუბლი (33 000 ლარი) გადაეცემა". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics