12:46 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-04 11:15:48, 625 ნახვა

სამართალი
ძმების მკვლელობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1994 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1995 წელს დაბადებული ბესიკ ფ. და 1991 წელს დაბადებული მიხეილ ვ. მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათივე ყოფილ თანამშრომლებს 1975 წელს დაბადებულ ალექსანდრე ა-ს და 1980 წელს დაბადებულ დენის ა-ს მათივე საკუთარ ბინაში ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს.

"შემდეგ გაიტაცეს ,,ჯეო ლიფტის", სადაც ალექსანდრე ა. მუშაობდა, ოფისის გასაღებები. ბრალდებულებმა მკვლელობის შემდეგ აღნიშნული ოფისი გაქურდეს. გაიტაცეს რკინის მონეტების სახით ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ფულადი თანხა და გასაღებები ნივმთტკიცებად ამოიღეს.დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს",-განმარტავენ შსს-ში.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი,  ან რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics