|
2015-07-22 09:28:33, 644 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფი“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებს ხსნის
დღეს, 15:00 საათზე „ვისოლი ჯგუფი” ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში“ „ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ რესტორნებს ხსნის. ამერიკული რესტორნების ქსელების პირველი რეგიონალური ობიექტების საზეიმო პრეზენტაციას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრება. „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მულტიფუნქციურია და რამოდენიმე მომსახურების ობიექტს მოიცავს. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გარდა, რომელიც ხვალ გაიხსნება, ობიექტზე განთავსებულია „ვისოლის“ ავტო და გაზგასამართი სადგურები, „ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრი, სუპერმარკეტი “სმარტი” პროდუქტების ფართო არჩევანით და “სმარტ კაფე” უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით. აქვე განთავსებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხეც. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც. „ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ ახალ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ 50-მდე ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა და მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა. თხილის ყავას და „რინგ დონატს“ „დანკინ დონატსის“ სტუმრები მხოლოდ 3 ლარად მიიღებენ ხოლო „ვენდიში“ მისულ სტუმრებს „ბეკონატორისა“ და „ჯუნიორ ბეკონატორის“ კომბო მხოლოდ ბურგერის ფასად დახვდება. „ვენდი“ „დასვენეისა და მომსახურების კომპლექსში“ სათამაშო ზონითაცაა წარმოდგენილი.
(R)
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)