2015-07-15 09:16:47, 713 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2619 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.2619 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2521 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს 2.4931 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4938 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან