03:26 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 18:16:15, 389 ნახვა

პოლიტიკა
სოსო რობაქიძე: თუ ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნება, ჭიკაიძეს კი არა, მთავრობასაც მოუწევს გადადგომა

„თუ ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნება, არა მხოლოდ ჭიკაიძეს მოუწევს გადადგომა, არამედ მთელს მთავრობასაც“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოსო რობაქიძემ განუცხადა.

რობაქიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების თავს დაუცველად გრძნობენ თავს.

„ეს ასეც უნდა მომხდარიყო. არა მარტო ჭიკაიძე უნდა გადადგეს, თუ ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ, უნდა გადადგეს პროკურატურის თანამდებობის პირებიც. ჩვენ უკვე დაუცველად ვგრძნობთ თავს. თუ ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნება, არამხოლოდ ჭიკაიძეს მოუწევს გადადგომა, არამედ მთელს მთავრობასაც მოუწევს ამის გაკეთება. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომ გადადგა, იმიტომ, რომ ჭიკაიძის მინისტრობა ახლა არ შეიძლებოდა, რადგან ყველაზე მეტი პრეტენზია მასთან ჰქონდა იურის“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა.
როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს.
"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა",- ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics